Tuesday, October 20, 2015

ათენგენობა

                                                            (წმინდა ათენეგე)
ათენგენობა-ესარის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმ-მოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის სახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. ის მოძრავ დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98ე დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.ეს დღესასწაული დღესდღეისობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია შემორჩენილი. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთში  ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და ა. შ.)ხევსურები “წელწადს” დიდი სამზადისით ეგებებიან. წინა დღით სახლსა და მის კარმიდამოს ასუფთავებენ და ყველანი ახალი ტალავარით იმოსებიან. ოჯახებში საახალწლოდ არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ.დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ერთს დიდ სამეკვლეო კვერს აცხობენ, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი.შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობს ბედობის კვერებს: თითოეულ ბედისკვერს თავისი ნიშანი აზის და, გამოცხობის დროს ვისიც უფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.ახალწლის საღამოს ოჯახიდან ხატში გზავნიან მეკვლეს, რომელსაც მიაქვს არაყი და წულის სანთლები, რამდენიც ოჯახში ქუდოსანია. მეკვლეს დაბრუნებამდე ოჯახიდან არავინ გავა.ხატში მისულ მეკვლეს ასე მიესალმებიან:“მოგვიხვედ მშვოდობითა, ბევრ ამას ახალ წელსამც ილოცავო, ერთს ამასაო, ათი ათას სხვასაო, პურიანსაო, წულიანსაო, სახელსარგებლიანსო”. მეკვლე დარბაზში შედის და ღამე იქ რჩება. აქ ხუცი მეკვლეების მიტანილ არაყს სინჯავს და, ვისიც თავი არაყია, მას მეკვლე სანამეტნაოდ აწყალობებს.გათენებისას ხუცი კვალის დასაჭერად დარბაზიდან კარში გადის, შემოიტანს თოვლს. ყველანი ფეხზე დგებიან, ხუცი მათ თოვლს გადააყრის და იტყვის: “ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელ-სარგებლიანი, მშვიდობის და კარგად ყოფისა!” ამაზე დარბაზში მყოფნი უპასუხებენ: ” აგრემც შენ გამოგეწვლების ბევრი ახალი წელი, მშვიდობისა, კარგა ყოფნისა, პურიან წუვლიანი!” ყველანი ერთმანეთს დალოცავენ და არრაყს შესვამენ. მზის ამოსვლისას ხუცი დარბაზიდან ისევ გავა და დილის ზარს დარეკავს. დარბაზში მყოფი მეკვლენი გამწკრივდებიან, წილს ყრიან და, ვისაც წილი ერგება, პირველად ის გამოვა და სხვები მას რიგით მოჰყვებიან. დარბაზის გარეთ ლუდიანი ქვაბი დგას და ხუცი იხუცებს; შემდეგ ხუცი მეკვლეებს თითო თას ლუდს შეასმევს და ბოთლებში საფუარ ლუდს ჩაუსხამს:   




ავტორი - გიორგი თოდუა
სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება“ და სხვა ამგვარს. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით.მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".

სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.                     

  (ავტორი - გიორგი თოდუა)