Tuesday, October 20, 2015

სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება“ და სხვა ამგვარს. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით.მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".

სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.                     

  (ავტორი - გიორგი თოდუა)


No comments:

Post a Comment